რეანიმაციის დღიურიდან
დღეს იმ ბიჭის შვილი ვნახე... გაზრდილა და ოდნავ მამასაც დამგვანებია... 23 წლის ხუციშვილი შემოიყვანეს თავის ღია ტრამვით. მთვრალი მძღოლის ქვეითი მსხვერპლი იყო... 23 წლის იყო, ცისფერი თვალები და გრძელი თითები ჰქონდა, ორივე თხემის ძვალი ამოღებული და თავისტვინ შესიებული იყო... ყველაზე მეტად მტკიოდა ალბათ იმ ადამიანებში... შემოდიოდნენ ხან დედა, ხან მამა, ხანაც ცოლი, ცოცხალ მკვდარს დასტიროდნენ და პირში შემოგვცქეროდნენ რამე კარგი გავეთქვა, ათასჯერ მითქვამს დედამისისთვის ღმერთი არ გაგწირავთ მეთქი და ათასჯერვე ჩავხუტებივარ. სათუთად აკოცებდნენ ხოლმე ხელებზე, ხან ცოლი აუხელდა თვალებს, მომენატრა შენი თვალებიო... გადიოდა კვირები და დღითიდღე ილეოდა ხუციშვილი, სხეული ჩამოუხმა და გაუშეშდა, ინფექციებმა მოიკიდა ბუდე მის სხეულში... მე მისთვის ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდი,23 წლის იყო და სახლში პატარა ელოდებოდა, მის საწოლთან რომ მივიდოდი, სასწაულს ვთხოვდი ხოლმე ღმერთს, ეკლესიაშიც მილოცია მისთვის... გამთენიისას გააჩერა გული. ბევრი ვებრძოლეთ სიკვდილს... გამთენიისას გააჩერა გული, ის ცივდებოდა და ჩვენ ოფლი ჩამოგვდიოდა ბრძოლისგან. არ გავდა მისი სიკვდილი რიანიმაციის სხვა სიკვდილებს, ყველა უხმოდ და ცხვირჩამოშვებული ვმუშაობდით დილამდე. იმ დილითაც, როცა ყველა წავიდა გასახდელიდან და მარტო დავრჩი ავტირდი ასეთი უძლურებისთვის, 23 წლისთვის, ვიღაცის გართობით მომსპარი სიცოცხლისთვის, მისი დედისთვის ათასჯერ რომ მინუგეშებია... გარეთაც მწარე დღე იდგა, ტიროდა ყველა ... " რა დავაშავე რომ 48 წლის დედამ 23 წლის ვაჟკაცი ჩავდო მიწაში?!"... დავიხურე კაპიუშონი და საავადმყოფოს გამოვერიდე... ვნახე იმ ბიჭის შვილი, დედას შავები ეცვა, ვუყურე დიდხანს პატარა ხუციშვილს, შემდეგ გვერდით ჩავუარე და ვიგრძენი რაღაც ჩამწყდა ადამიანური - ეს ის ნაცნობობა იყო, რომლის გახსენებაც არ ღირდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი