ლურჯი არა, გაცრეცილი თვალებით


ლურჯი არა გაცრეცილი თვალებით

ცხელა
ალბათ, ამიტომაც  ავირჩიე მეტროსადგურის კედლები დროებით თავშესაფრად თინას ლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ  არ ჩანს და ხალხის სიმრავლეც, თავისებურად, ახალ გასართობს მთავაზობს - ყოველ ახალ სახეს ამოიჩემებ თვალის მოფარებამდე და მოარგებ კაბასავით იმ ცხოვრებას, რომელსაც შენი გონება წამიერად ამუშავებს. თითქოს  ღმერთი ხარ, რომელმაც აი იმ მარისა თუ გიორგიზე ყველაფერი იცი და განაგებ...

ლურჯი თვალები... დაღლილი, ჩაშავებული უპეებით, ფერმიხდილი სახით, დაღლილი ლურჯი თვალები. 
და აი, წამიერამიერად მოკარი თვალი და წამი დაიყო 60 წამიკოდ. და 60 წამიკო, ეს ის ვეებერთელა დროა ძნელია არ შენიშნო ის განსხვავებულობა, რომელსიც ასე გიზიდავს, რომელსაც მთელი შენი მე საუკუნეებია ეძებს. შენ ეს ლურჯი თვალები მარტო ღმერთად კი არა, მოკვდავადაც გაქცევს, თითქოს ეს ის შანსია, რომელიც უნდა იპოვნო...

1 წამიკო  -  შენ ლაშა გქვია

2 წამიკო  -  ის ბავშვი ახლა ხელში რომ გიჭირავს, ნუცაა, შენი შვილი.

3 წამიკო  -  მე შენ  მიყვარხარ!

მიახლოვდები, თვალებში გიყურებ, ლურჯი არ არის, გაცრეცილია...

 8 წამიკო   -  მაშინ გაგიცანი, როცა ყველაზე მარტო ვიყავი, ავად და უღონო. მოხვედი და მოსვლის თანავე გამანათე.

საერთოდ არ მიყურებ, ნუთუ დაჯინებული მზერით არ განვსხვავდები სხვებისგან ?!

56 წამიკო   -  ყველაფერი ასეა - შენ ხარ ლაშა, ის ლაშა პირველი დღიდან რომ ზრუნავს ჩემზე, თბილია, ჭკვიანი, განსხვავებული, ნიჭიერი, კრიატიული... მე14 წამიკოდან შენ ხარ კრიატიული დირექტორი სადღაც.
 მე და შენ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ ერთმანეთს, თავის უფი ვარ, ვსეირნობთ, ვამზადებთ და მივირთმევთ ერთად სადილს, შენ ხანდახან რომ ძალიან მშია შენი შვილის ფაფებს მიმზადებ, კროსვოლდებს ვავსებთ, ფილმებს ვუყურებთ, ნუცა გამოგვყავს ხოლმე ბაღიდან და მერე ჩვენს ადგილას ვეთამაშებით დაჭერობინას, მე კი გზადაგზა ჩუმად ფოტოებს გიღებთ. 
 მე, მე ვგიჟდები იმაზე, რომ  კარგი მამა ხარ, ძალიან კარგი. და ნუცა, თითქოს იმაზე მეტადაც მიყვარს, ვიდრე უნდა მიყვარდეს... მე შენი სახლიც მიყვარს, პატარა ოთახი, თბილი და ნთელი, გამჭირვალე ფარდებით, ძველი კარითა და ნივთებით. მაგიდაზე ხელსაწმენდად დადებული  უშუალო ტუალეტის ქაღალდით. ფანჯრის რაფაზე დადებული ომებრაზოლით, შენ ხომ კუჭი პერიოდულად გაწუხებს?! მიყვარს ხატვა შენს ოთახში. ისიც, ჩემს მუხლებზე რომ გძინავს და ტელევიზორს უხმო რეჟიმზე ვუსმენ, ოღონდ შენ არ გაგეღვიძოს. ვეფერებიამ ზედმეტად თხელ, ფერმკრთალ სახესა და მინდა კიდევ უფრო მეტად მიყვარდე. 
წერილებს გწერ ხოლმე და მერე ჩუმად გიდებ ქურთუკის ჯიბეში. მგონია, ხოლმე , უფრო ჩავატევ ჩემს ყველა სიტყვას, მაგრამ არ გამომდის, ლაპარაკიც კი მიჭირს ბედნიერების და მთელ ჩემს სათქმელს მტევნის ჩამოსმით გეუბნევი ლოყაზე...

60 წამიკო  -  მე შენ გიცნობ თავიდა ბოლმომდე, ყველა შენი ნაკლითადა ღირსებით ლაშ, შენ ჩემი ადამიანი ხარ!

ჩამიარე

შენს ზურგს ვხედავ... ნუცას სახეს...

2 წამი  -  ახლა, მე შენი წასვლა უნდა გადავიტანო ლაშ

3 წამი  -  ჩემი რუტინა მოგწყინდა,  და მე   არ მინდა გაჩერება,  საღამოა, არა ღამე! ფეხით მოვდივარ დიდი ხანია, რადგან გზა ჩემიდან შენამდე ისეთია, როგორც საშინელებათა ფილმებში. ოღონდ ვიცი რომ ბოლოში მე გავშლი ხელებს და შენ შეგიძლია ჩამეხუტო, თუნდაც ბოლოჯერ, თუნდაც დავიწყებამდე...
 4 წამის დასაწყისი  -  მე გავშალე ხელები, თუმცა შენ იყავი, ოღონდ  აღარ -  ლაშა, აღარც ის თვალები გქონდა, აღარც ის ხმა. 

 დამთავრდი...

 წამებიც ამერი, წამიკოებზე არაფერს ვამბობ. მე დრო ავრიე! 

ვიწევი  თითის წვერებზე, ხალხში ამერია ლურჯი არა გაცრეცილ თვალებიანი ბიჭი, თავისი ან სხვისი შვილით...

- ვის ეძებ? -  ყურთან ჩამწივის თინა.

- ლაშა დავკარგე! - ვგრძნობ ჩემს სიფერმკრთალეს.

 - დაა, ლაშა ვინ არის?

 მე მხოლოდ ახლა გამოვერკვიე. თითის წვერებიდან დაბლა დავეშვი, ამოვისუნთქე, წამები დავალაგე და გადაოცდაათებულ თინას ძმაკაცურად გადავხვიე ხელი.
 
- ჩემი გაკეთებული ალბომი.

- ლაშა ერქვა? - იცინის

- მე დავარქვი  -   იძულებით  ვჭიმავ ტუჩებს ყურებამდე.

- დაა, თითის წვერებით ვის ეძებდი?

- თითქოს სხვას ეკავა ეგეთი...

ვიცოდი თინა ვერ გაიგებდა, რომ შეიძლება წამებით ნანახ ადამიანმა გაგავსოს და  დაგაცარიელოს,  იმედი გაგიცრუოს, ან აღმოჩნდეს შენი ადამიანი. ან რატომ მაინცდამაინც შვილიანი?!
 თინაებს ესეთების არ ესმით, თინაებს „რა? სად? რამდენი? როდის? “ აინტერესებთ...

ნიო ტატალაშვილი 

20.03.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი