ღამე ერთ ლარად


ღამე ერთ ლარად

სარკეც ამაზრზენად მიყურებს, დეკოლტე ხალისობს გამორჩეულობით...
-რატომ არ ცეკვავთ?-ყურებითაც კი ვიგრძენი მოსულის სუნი.
-არ უთქვამთ ჩემთვის სავალდებულოაო!-ჩემმა ნაგლობამ ნერვები მომიშალა, თითქოსდა ინტერესდებოდეს ჩემით მეათასე თავს, რომ ვიცავ.
-მე გეუბნებით, სავალდებულოა!-თვალებში ჩამაჟინდა არაფრისმთქმელი აფირიზმი.
-და შენ ვინ ხარ?-გავაძლიერე თავდაცვა.
  ჭიქაში ღვინოს მისხამს, თვითონაც ვიღაცის ნაწუმპლავს დაეპატრონა. მომაწოდა, თვალი არ მოუშორებია, მე ფანჯარაში ვიყურები, მომწონს სიტუაცია...
- ჩვენ გაგვიმარჯოს!- მეთაურობს "კავალერი", ჭიქას ვდებ, ისევ ფანჯრის სივრცეს გავყურებ, ხმას არ ვიღებ...
- რა, ხომ არ იფიქრე, რომ გკერავ?!- პირდაპირი მამაძაღლი.
-სადღაც ხო!- თვალებში ჩავხედე, დავდნი, მერედა, რა ლამაზი იყო, ჩემთვის ძალიან ლამაზი...
- მერე, რატო არ მეკერები?!-გაიძვერულად იღიმება.
-არ დამაინტერესდით!- უკვე მართლა გავამაყდი.
-ოჰო,-შეცბა, ირონიას მოუხმო- არც მე, უბრალოდ შემეცოდეთ!- და გამწარებულმა ღიმილმა იჩინა მის სახეზე.
- გმადლობ.
... და პანღურამორტყმული სიამაყით წავიდა. გავცარიელდი... ღვინოს სმა დავუწყე. ვალსის სიმფონიები მაბორიალებს, იღაცის ყვირილდამშვენებული: " აი, ის გოგონა, მე რომ არ დავაინტერესდი, ჩემს ნადღეგრძელევს, რომ სვავსისევ, მეცეკვოს!"...რაა?! გამოვერკვიე ეიფორიიდან, უკან ვიხედები, ყველა მე მიყურებს.
-ჰო, შენ, შენ, ვნახოთ შენ რითი შეგიძლია ინტერესის გამოწვევა ჩემში.
   ჩემს ადრენდნლ მდგომარეობას ვუბრუნდები. ყველა ჩუმადაა, ბუზიც კი, თავს ირონიის გამოყოფა ვაიძულე, ოოჰ, მერედა, როგორ მომიხდებოდა...
 -მე ისედაც გამოვიწვიე ინტერესი შენში!- ვიღიმები,თ ავი ვინ მგონია?!
  "ეცეკვე,ე ცეკვე"" გუგუნებდა დარბაზი. ლენა მეკონწიალებოდა, შევნიშნე-" ეცეკვე  გოგო იცი ეგ ვინ არის? ნახე თან რა სიმპათიურია..." ლენა ისეთი ლაპარაკობდა, მეგონა ქმარს პირველივე ღამეს უღალატებდა... 
   " ეშინია, შეეშინდა" - მიკროფონს მიკრულიყო ჩემი კავალერი. სიცილი, ხორხოცი, ტაში, ვალსი... 
 მიწვევს, აზლა რა ვქნა, ავყვე?! იქნებ "კაიფობს" ჩემზე, აქ იმდენი ლამაზი ქალია, რაღა მე?!. სიმშვიდე, სიმშვიდე შეინარჩუნე თინათინო!
   გაჩუმდა, როგორც იქნა ყველა , მე ჩემი ფანჯარა მხიბლავს კვლავ, სხვა გზის არ ქონის გამო, უკნიდან მზერა მიწვავს ბეჭებს...
- თინა გქვია გავიგე- უფრო მშვიდი მეჩვენა, არაფრისმთქმელად გავხედე წამიერად, მგონი მაჯადოებდა. დიდი ხანი აღარ უთქვამს აღარაფერი.
- გყვარებია? -თვალებში  ჩამაშტერდა, დაბნეულ თვალებს თანდათან მივეცი მკაცრი შესახედაობა.-არა, ისე გკითხე, არც რომ არავის იკარებ და არც არამგონია ბევრი გეხვიოს თავს-...... ოოო, როგორ მომხვდა გულზე.
-ჰო, ულამაზო ვარ, მაგრამ არ მრცხვენია მე! მკაცრად, თუმც ქალურად ვუთხარი. აჰა, გავტყდი, ქალობამ ამაჩუყა, სუსტი პასუხი იყო- ეს შენი საქმე არ არის!
- ცუდად მომივიდა,- დატუქსულივით თავი ჩაყო, მე დიდი ხანი არ მითქვამს არაფერი, ის ისევ ბავშვივით თავდაღუნული იჯდა, ქვევიდან მიყურებდა. მე დავარღვიე ჩვენი სიჩუმე.
- აქამდეც არაფერი გამოგსვლია კარგად- გაეღიმა, როგორ უხდებოდა, ისევ დაღუნა თავი. ჩემი მზერა კი, ისევ ღამის სიჩუმეს მიკრულიყო ფანჯარაში.- ჰო, მყვარებია,ვყრფილვარ ჯულიეტა...
-გული გტკივა?-რაში აინერესებს, რას უმიზნებს ნეტა?!
-არა.
-რატომ? ჯულიეტას ძალიან უყვარდა რომეო.
-მიყვარდა მერე- მეღიმება ღვინოს ვწრუპავ, უნდა ამოვხსნა!
-ანუ გტკივა...
-არა!
-რატომ?
- ყოველი რომეო დაჯულიეტა ფანტაზიის ნატოფია.
-უიმედობა და დიდი ტკივილი- დამიდოგმა პარტნიორმა.
  არაფერი მითქვამს, მრავლისმეტყველად გავიღიმე და მხრები ავჩეჩე. ნეტავ საით უმიზნებს?!
- ცალმხრივად გიყვარდა?
-არა... ან არ ვიცი.
-ფანტაზიას მეტი ვერაფერი მივუსადაგე- თავი იმართლა,- შენ ამბობ, რომ სიყვარული ყოველთვის ფანტაზიაა?!
- მე ვამბობ, რომ ყოველი ფიქრი ფანტაზიაა- შევუსწორე, ნეტა მართლა ასე ვფიქრობ? სულში მეღიმება, ასე არასდროს მიფიქრია, რას ვროშავ?!
- სიყვარული ორი ადამიანის ფიქრს ნიშნავს, ანუ ფანტაზიაა,- თითქოს დასკვნა გამოიტანა ჩემი ექსპერიმენტული სიბრძნისგან- მაგრამ გულისტკენა მასაც შეუძლია?!
-კი, თუმცა მასავით მოკლე და არარსებულია...
   საათს დავხედე, წასვლა არ მეჩქარება, ჯერ ძალიან ადრეა... ჩანთას ხელი დავავლე.
- მიდიხარ?-თვალი გამისწორა როცა ავდექი.
რა არ შეიძლება?-ღიმილით ვპასუხობ.
- მარტო მიდიხარ?-არ ვპასუხობ,ლენასკენ მივდივარ, გამვემშვიდობე სიძე-პატარძალს .  გარეთ გამოვედი, მანქანა მიპიპინებს, არ გამიხედავს. ჩემი " დღის გამრთობი" გადმობრძანდა.
- სახლში წაგიყვან-მეძახის უკიდან, მე კი მივდივარ, ისკი მომდევს- წაგიყვანთქო.
-არ მინდა.
-გეშინია?-სიცბიერული ღიმილით მომაშტერდა.
-არ გმოგდის ჩემი აგდება ხომ გამოცადე ერთხელ?!
-კარგი, ასე გაგაცილებ მაშინ.-მომყვება, მე კი მართლა მეშინია. ხალხიან ქუჩაზე გავუხვიე, არც კი ვიცი სად მივდივარ. ტაქსს ვნატრულობ, არც კი სჩანს.
 მე უსასრულოდ მივდივარ და მომდევს ისიც...
-მე შენზე ვფიქრობ! თქვა და გაჩერდა, არც ვიმჩნევ,- შენც ფიქრობ ვიცი ჩემზე...-ამან უკვე აღმაშფოთა. გავჩერდი მეც, მომიახლოვდა.
-უცნაურია, მე ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა!
- სიყვარულზე არც გელაპარაკები!-აი სად უმიზნებდა, ღმერთო შენი ვარ და მაინც მეშინია.- ერთი დღით ვიფიქროდ ერთმანეთზე, ან ორით, რავიცი შენ როგორც გინდა. ერთ ღამიანი ფანტაზიები შევქმნათ.
-ვერ შევქმნით!
-რატომ?
-ეგ შენია ჩემი არა!
-გაგიყოფ!
  მეშინია, მივიწევ წინ, არც კი ვიცი სად, ეს წყეული ტაქსებიც არ ჩანან... მანქანა გვიახლოვდება ნელა, ვიცი, ახლა მოვკვდები, სიგნალით ოდნავ გაგვისწრო, გაჩერდა და სამნიც გადმოვიდნენ. გადაწყდა, ვკვდები!..
-რა გინდათ აქ?- არც კი ვიცი ეს ჩემი პარტნიორის გულწრფელი გაკვირვება იყო თუ დაგეგმილი, მაგრამ ერთი დაკვირვებით ქორწილში გალეშილი მავანნი ბრძანდებოდა.
-საგოლ ძმაო!
-შენ ვინ ხარ, ვინც არ გიცნობს...- აქებდნენმას- აჰა ბრატ შენი მაზიანი,ამ გოგოს ხმარება აღარ გინდა,ცოდოხარ- ხარხარებდა გომბიო. საცოდავ, მათხოვრულ 1 ლარზე დანიძლავებულიყვნენ "მიხმარდა" თუ არა და გადაწყდა, რომ "მიხმარდა".
-გიგა, მოდი ბრატ, გვჯერა შენი- იცინოდა გალსტუკიანი პეპელა. არც კი ვიცოდი რა მექნა,გიგაც საოცრად დაბნეული ჩანდა, არამგონია, მარტო ლარით დაკმაყოფილებულიყო. მივუტრიალდი ჩემს გმირს, თავდაღუნული იდგა. ოო, როგორ მძულდა ის ასეთიც.
- გმადლობ გიგა მოცილებისთვის- მერე მის ყურისკენ წავიწიე და ხმადაბლა, თუმც ყველასთვის გასაგონ ხმაზე ჩავჩურჩულე- არ ინერვიულო, შენი ბრალი არაა ის თუ ბოზია და ლოგინში გიგორდება. იდიოტი ქალისთვის არ ღირს ძმაკაცის დაკარგვა, სჯობს ახლავე უთხრა- და სახით ერთ-ერთი ნაბიჭვრისკენ მივუთითე, რომელსაც ლამპიონები მშვენივრად ანათებდნენ საქორწინო ბეჭედზე. შემდეგ გადავკოცნე, არ იდარდო ამაზე არ მწყენია თან მაგრად ვიხალისე თქო, თვალი ჩავუკარი, გავუღიმე, მერე დაუპატიჟებელ   ღვინით აქოთებულ სტუმრებს გადავხედე, გავუცინე პირდაღებულ
 არსებებს და სადღაც სადარბაზოში შევედი,უსასრულოდ მივდიოდი კიბეებზე...
   მართალი იყო გიგა, ის ჩემზე ფიქრობდა, მეც ვფიქრობდი მასზე. იყო ფანტაზია გიგასი და იყო ჩემიც, მისი ერთ ლარს წვდებოდა, ჩემი ფასდაუდებელი იყო...
     
     19.08.2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი