ფიქრი ჩემს პირას


ჩემს მოსაწყენ ოთახში საწოლთან მკვეთრად ახლოს ტანსაცმლის კარადა დგას, ჩემი სურათებით აჭრელებული, ეს იმისთვის რომ ყოველ დილით შემახსენოს საკუთარი თავის სიყვარული და მასზე ზრუნვა, რომ არ დარჩეს ათასი პრობლემის მიღმა (ეს ერთიანი პასუხი ყველა ჩემი იმ სტუმრისთვის, ვისაც დანახვისთანავე ნარცისობაზე გაურბის ფიქრი). გადავეშვები ხოლმე თავით ლოგინზე, შევაწყობ ფეხებს ამ შემს კარადას და ვიყურები ჭერში ამერიკების აღმოსაჩენად.
ხანდახან ფიგურებს ვხედავ მასში :
ქალის სახე;
ქალის სხეულის ნაწილები...
(თუმცა ჯერ კიდევ მამკაცები მაინტერესებს 😜)
ხანდახან მხოლოდ ვფიქრობ:
- რა ხდებოდა;
- რა ხდება;
- რა მოხდება თუკი...( სხვათაშორის საკმაოდ ნაძრალა ტიპი ვარ, თუკი მილიონერი ვარ).
გიფიქრით, რა დიდი ძალა აქვთ მწერლებს ან ფილმებს?! რა რუდუნებით ქმნიან ჩვენში იდეალებს ინტელექტის ამაღლებასთან ერთად?!
 "ლეგენდარული სიყვარულები", 
"რომეოები და ჯულიეტები", 
"თავგანწირული მეგობრობები"...
ჯერ ვიხიბლებით, აღვფრთოვანდებით და საბოლოოდ საკმაო შეფარვით მივილტვით გაძეგლებული სურვილებისკენ, სხვისი სურვილებისკენ,  აჩემებულად, ისტერიულად მივილტვით და მერე რამდენ არასწორ ადამიანს უნდა გაცდე თვითშეფასების დაცემამდე, რომ აღმოაჩინო სიმართლეები, დაკარგული შენი თავები და მსხვერპლები რომლებიც არ ღირდნენ.
თქვენ, რა თქმა უნდა გიფიქრიათ, როცა კითხულობდით "რემარკს", რომ იდიალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მტკიცედ გწამდათ ყველანაირი სიყვარულის, რომლითაც მთავარ პერსონაჟს უყვარდა. კითხულობდით "დოსტოევსკს" და გწამდათ რომ არსებობს "სულის ხმები" და თანაც "ასეთი", მაინცდამაინც "ასეთი"!..
პრობლემა რაშია იცი ჯეკ? რომ ჩვენ ადამიანებისკენ კი არა მასში ჩვენი იდეებისკენ მივილტვით, ჩვენი მინდებისკენ, რომელსაც ყველა თავისებურად გვინერგავს ბავშვობიდან...
 ვუყურებ  თვალებში 4 წლით პატარა  მეს კარადიდან, ვეკითხები "რა გინდა?" , მიღიმის, გეფიცებით თუ რამე იცოდეს...ვუღიმი, რადგან ზუსტად ვიცი  რა უნდა, იდეალს ეძებს რემარკისეულს. ვუღიმი, რადგან ვგრძნობ მასზე ბევრად დიდი ვარ, ბევრად სხვა...

ნიო ტატალაშვილი 
16.09.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი