დღიურიდან
მეზობელი ბადრი, რომელიც ღამით სათვალით დადის სამი ქუჩის იქით კორპუსთან სერიული მკვლელია თუ საყვარლით დასაჩუქრებული?!,, მაინც რა საინტერესო რედაქტორი ვიქნებოდი, ჩემს კორპუსს საკუთარი გაზეთის რედაქცია, რომ ჰქონებოდა. ჩემი აზრით საკმაოდ დრამატოსკანდალური ნიჭი მეკარგება. მეკარგება ისევე, როგორც მეკარგებიან ადამიანები, განცდები, გრძნობები, მოგონებები, ცოდნები, პატივისცემები, სიტყვები და არც თუ იშვიათად ნახატები... ოხ, რა სიამოვნებით დავუთმობდი პირველ გვერდს თითოეულ დანაკარგს... " სახლიდან გავიდა, და შინ არ დაბრუნებულა, ობნარევი გრძნობები" ; "დაიკარგა ადამიანი ვინაც მითხრა მოვალო, მაგრამ დაიგვიანა, ჭირიმე " ; " დამეკარგა ჭკუა, გულგრილი ადამიანების წყალობით" ; " დამეკარგა, ზოგიერთი მეგობარი (სავარაუდოდ ტაქსში დამრჩა)" ; "დამეკარგა სიცილი, რამის გაფუჭებას რომ მოჰყვებოდა თან (ვეძებ მხოლოდ სიცილს, ეტყობა გაფუჭებას სადღაც გასძვრა) ; "დამეკარგა რამდენიმე წყვილი შეყვარებული (ბოდიში, ეგენი შეთანხმებით დავკარგე)" ; "დამეკარგა ცისფერთვალება ღორი, რომელიც ხანდახან ლაპარაკობს"; "დამეკარგა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ნაჩუქარი უპასუხო კითხვები. ღმერთო, არადა მე მათ როგორ ვუფრთხილდებოდი..." ; " დამეკარგა წლები, ღირებული წლები"... მერე მითითბული იქნება საკონტაქტო ინფორმაცია და ფულადი ჯილდოები დანაკარგის ხარისხის მიხედვით. ხანდახან სადარბაზოს დასუფთავების რეკლამისთვისაც გამოვყოფ ადგილს ფურცლების მარცხენა კუთხეებში. რაც შეეხება ბადრის, სანამ მისი შვილი ჩემი პოტენციური ფეისბუქ მეგობარია, არც სერიული მკვლელია და ვერც მოღალატე, უბრალოდ მთვარე სჭრის თვალებს და მხოლოდ სეირნობს, გულისთვისააო კაი უთქვამთ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი