მე ციგნის ბავშვი ვარ
მე ციგნის ბავშვი ვარ! დეიდებო/ბიძიებო... მე ციგნის ბავშვი ვარ, არც კი ვიცი რამდენი წლის, 5-10 თეთრი არ მინდა, ამჯერად :) მე ციგნის ბავშვი ვარ, ახლა სიამოვნებით შეგაგინებთ, დაგკაწრავთ ან ჩამოგეკიდებით, ასე მასწავლეს... თუ თეთრებში გადავიყვანთ ჩემს ასაკს, მაინც ვერ გეტყვით , თუმცა შემიძლია სამჯერ შეგაფურთხოთ... და მერე მომცემთ 5 თეთრს? ჩემს დნმ-ში შევიტანო... არა დღეს არ მინდა ხურდები, ნეტა უბრალოთ მომეფერებოდეთ, არ დამიყვირებდეთ, არ გამარტყავდეთ, არ მკრავდეთ ხელს, მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი რაც ვიცი თქვენ არ მოგწონთ, რომ ციგნის ბავშვი ვარ... მე ბავშვი ვარ, რომელიც გაუაზრებლად ვიჩოქები თქვენ წინ, რაღაც აბსტრაქტულ ღმერთს გიხსენებთ ( ნეტა ვინ ჯანდაბაა მაცოდინა). მე ზოი ვარ, ჯიუტი, ამის გამო დედა ხშირად მირტყავს ძლიერად თავში და ძალიანაც ხალისობს როცა ვიგინები... მე ციგანის ბავშვი ვარ და ამით თან ვარ და თან არა ამოწურული. უჰ, იცით რა მაინტერესებს, იმ ღმერთს, ვის გამოც ფულს მაძლევთ, თხოვთ ხოლმე მეც ისეთი საყვარელი ვიყო როგორც, ის ბავშვი, იმ ვაგონში, "ფურთხი" რომ ჩამოსდიოდა პირიდან და ხელებს რო ურტყავდა გარშემო, აი, აი ის დედამისს რომ ეუბნეოდით - რა საყვარელიაო. მგონი დაუნი ერქვა, ვიღაც ჩურჩულებდა იქით... დაუნი კარგი სახელია... მეც მინდა თქვენს ღერთს თხოვოთ, მასეთი ვიყო, კარგია როცა საყვარელიაოს ამბობენ შენზე, უფრო სწორედ წარმომიდგენია... არა, წეღან კი არ მინდოდა, მაგრამ... დედა მყავს ავად, დეიდებო/ბიძებო, დამეხმარეთ.........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი