მე შენ...


ყველა ის წამი, როცა მე შენ მინდოდი,
ალბათ, არ უნდა ყოფილიყო ისეთივე მარტო, როგორც ახლა ჩემი სიტყვები ემოციების გარეშე.
ყველა ჩემი სიმხდალე, რომელიც, როცა ვფიქრობ, შენგან მოდიოდა,
ალბათ, იმსახურებს შიშების გარეშე არსებობას. 
ყველაფერი ის, რასაც მე ვგრძნობ და ხანდახანაც, მგონია რომ ძალიან,
ალბათ უკვალოდაც საჭიროა ჩაიაროს...
ახლა, ისევე, როგორც გუშინ, მარტო ვარ და ალბათ, სიგიჟესაც მეტი არაფერი უნდა...
ვსხედვართ რიგის მიხედვით მაგიდის სანათთან: 
მე
შიში
შეუძლოდ ყოფნა
გრძნობა
და იმედი
ვუსმენთ, აკვიატებულ არაბულ მუსიკას და ვთანხმდებით, რომ...
ყველა ის წამი, როცა მე შენ მინდოდი - ფუჭია... 
2018. 29.10
ნიო ტატალაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი