,,მზის ჩასვლამდე”
დამარწმუნე, რომ გიყვარდი, ერთი კოცნით დამაჯერე. ის საღამო საამური შენზე ფიქრში გავათენე. მერე უცებ დაიკარგე, მერე უცებ მიმატოვე, მაგრამ მაინც ახერხებ, რომ იმ ღამისთვის გიმადლოდე. ამიყვანე მთის მწვერვალზე და მზის ჩასვლა შემაყვარე, ორი ვნახე სასწაული და ვერაფერს შევადარე. მაგრამ მზესთან ერთად გაქრა შენი ყველა გრძნობის სხივი, აღარც მახსოვს შენი მზერა, მხოლოდ მახსოვს, როგორ ტირი. როცა მახსოვს შენი ცრემლი, ტბას რომ წვეთით წვეთად ავსებს, მე ეს გრძნობა გულს მიკლავს და თავის მოკვლის ჟინით მავსებს. მარტივი ხომ იყო ადრე, და მე მხოლოდ გავაძნელე, ბოლოს, როცა გზა არ ჩანდა, მე ის ფუნჯით გავაგრძელე. მაგრამ უკვე ბოლო იყო და სასხლეტმაც თითი იგრძნო, ჩემმა ძველმა მეგობარმა ჩემი შუბლი ისევ იცნო. ხვალ ჩემს ნაცარს ქარი გაშლის, დღეს თუნდ წმინდა ცეცხლი ვიყო, მეც ანდერძად დავიბარებ, რომ ეს ბოლო ლექსი იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი