,,ბოლო ვაგონი”


მე სიყვარულის ვალი არ მადევს,
გავისტუმრე და შემომრჩა ხურდა.
არ გიყვარდიო, ჩემზე ვერ იტყვი,
შენთვის ხომ თავის მოკვლაც კი მსურდა!

ვერც იმას იტყვი, რომ ლაჩარი ვარ,
რადგან უფლება მოგეცი წასვლის.
ამას ვერ ეტყვი იმ ადამიანს,
რომელიც ბოლო ვაგონში ადის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი