,,მითიური ზღაპარი”
მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მას შეცვლა არ მოთხოვა, მან კი ქუჩის მაწანწალა ძაღლივით მსგავსად მიმატოვა. ბოლოს ერთი მომაძახა: „დამშვიდდი და დაწყნარდიო!“ ნეტავ ეთქვა: „იბრძოლე და ჩემთვის მტკვარში გადახტიო!“ ნეტავ რატომ ჰგონია, რომ ვერ დავიცავ მის სიყვარულს, ვერ წავიყვან ცხრა მთას იქით, ვერ გავუქრობ ძველ სინანულს? ალბათ კარგად ჯერ არ მიცნობს, არ იცის, რა ჯიუტი ვარ. თან არ იცის, ორი დღეა მისი სახლის წინ რომ ვზივარ. ვხედავ, მაგრამ არ ვაწუხებ, ახლოს არც კი ვეკარები, მხოლოდ ვუმზერ მალულად და კედლის უკან ვემალები. ველოდები ხოლმე ღამით, აივანზე როდის გავა, თვალებს როდის მომანათებს, რომ შეცვალოს ჩემში ჰავა. ჩემთვის უკვე მასთან ყოფნა ზღაპარია მითიური, მეც შემოვრჩი მის სახლს, როგორც თოვლი მთის წვერს მიყინული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი