მე ვიტყვი სადღეგრძელოს


მე ვიტყვი ისეთ სადღეგრძელოს,
 სხვა სადღეგრძელოს რომ არ ჰგავს! 
ამ სუფრასთან ბევრ საოცრებას გაიგონებთ და ნახავთ... 

მე ვიტყვი ისეთ სადღეგრძელოს,
 სხვა სუფრასთან რომ ვერსად  ნახავთ.

მე ვიტყვი უფლის სადღეგრძელოს 
და დავლოცავ მის მადლსა და ძალას!

ძალას,  რომელიც გვიცავს და გვფარავს 
ამოფარებული ვყავართ ღვთისმშობლის კალთას.

მე ვიტყვი მშვიდობის სადღეგრძელოს,
რომლის საფუძველზეც ჩვენ ვართ კარგად.

მშვიდობა არ მოგვკლებოდეს 
არასოდეს, მარად და მარად 

მე ვიტყვი, გაუმარჯოს მიზეზს,
 რისთვისაც ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ და ვდგავართ.

მე ვიტყვი საქართველოს სადღეგრძელოს. 
სამშობლოს სიყვარულით შეგვწევს ძალა.

იმ ქვეყნის, რომელიც არცერთ მტერთან 
მუხლს არ იყრის და არ ყრის ფარ–ხმალს! 

მე ვიტყვი წარსულების ხსოვნას, 
მთელი გულით ვუსურვებ მათ სულებს სიმშვიდეში ყოფნას... 

ვიტყვი გმირების ხსოვნას,
რომლებმაც სიცოცხლე შეალიეს 
სამშობლოსთვის ბრძოლას... 

მე ვიტყვი პატრიარქის სადღეგრძელოს  
რომელიც ერისადმი არ წყვეტს ლოცვას. 

მე ვიტყვი პატარების სადღეგრძელოს. 
რომელებიც სიცოცხლეს უხანგრძლივებს ბებოს და პაპას! 

ვიტყვი – გაუმარჯოს მათ გულში ანთებულ ლამპარს 
სიცოცხლის გამაგრძელებელ ნაპრალს!!!

მე ვიტყვი მშობლების სადღეგრძელოს, 
გაუმარჯოს დედას და მამას!!! 
რომლებსაც  ვერასდროს დავუფასებთ ამაგს
 მათი  გულები სხვისას რომ არ ჰგავს.

მე ვიტყვი მანდილოსნის სადღეგრძელოს,
რომელიც ქართველ კაცს უმშვენებს მხარს და ეტრფის ვაჟკაცს.

იმ დიასახლისს გაუმარჯოს 
ლუკმა–პურს სტუმარს რომ გაუყოფს!

მე ვიტყვი გაუმარჯოს    და– ძმას 
რომელსაც შემცვლელი არ ჰყავს!
ძმისთვის კვდება, დისთვის თან კლავს. 

მე ვიტყვი ნათესავის სადღეგრძელოს, 
რომელიც ჭირსა თუ ლხინში გვერდში გვიდგას.
და როცა მათ ოჯახებს ვსტუმრობთ,
 ჭიქას ღვინისას სუფრაზე რომ გვიდგამს.
 
მე ვიტყვი მეგობრების სადღეგრძელოს !!!
და ვიტყვი –  გაუმარჯოს ძმადნაფიც მეგობარს
 რომელიც არასდროს არ ცვლის თავის მეობას!!! 

მე ვიტყვი სიყვარულის სადღეგრძელოს  და არ დავიწყებ გარჩევას –
ქალ–ვაჟურის თუ ოჯახურის, მეგობრულის თუ და ძმურის, 
  გაუმარჯოს ერთიანად, მთლიანად!

მე ვიტყვი, გაუმარჯოს წინაპრებს 
და მათი სისხლით მორწყულ მიწებს. 
არავის რომ არ დაუთმეს და არც საკუთარი ნებით მისცეს!!!

მე ვიტყვი ჩვენი რჯულის სადღეგრძელოს, 
გაუმარჯოს ქრისტიანს და მუსლიმს 
დავლოცავ ეკლესიას და მეჩეთს –
ჩვენს ტაძრებს, მტრისგან ნანგრევს

მე ვიტყვი – გაუმარჯოს ჩვენს ტრადიციებს, რის გამოც
გვებრძოლეს, გვეომეს და მაინც სხვაგვარად ვერ გვიქციეს.

მე ვიტყვი სადღეგრძელოს, ლამაზი და კარგი  მოგონების, 
რაც წარსულიდან დაგვრჩენია მომენტები.

მე ვიტყვი სადღეგრძელოს, 
გაუმარჯოს ჩვენთვის ყველაფერს  წმინდას, 
ყველაფერ იმას, რაც მთელი გულით გვინდა. 

მე ვიტყვი, გაუმარჯოს ყველაფერს იმას
– რაც ვთქვით, რასაც ვამბობთ და რასაც ვიტყვით. 

გაუმარჯოს ამ ჩემს ნათქვამს  ყველაფერს, როგორც სამშობლოს!!!
 გაუმარჯოს სადღეგრძელოს,  ერთიანად, მთლიანად !!!

ნ.ხახუტაიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი