წყვდიადი
მინდა გავიქცე..არ ვიყო მტერი ჩემი გონების მდაბიო ხედვით სიბნელეს ვშთანთქავ რაღაც მაკლია ბედნიერების ჟიჟმატი ველი. სევდა მე მახრჩობს, განა ცხადია? არა მსურს ვჩანდე მომცრო, ძაბუნი, სარკეში ბზარი ნატეხს წააგავს გვამი ჩანს განგებ გადამალული. შევწყვიტე სუნთქვა, ვიგრძენი შვება, ვეწვიე მშვიდ და წამიერ სიკვდილს, არარაობას შევხედე ზე და კურცხალი წამსცდა..მე ხომ არ ვტირი. ნეტავ გავქრე და ვერ მცნობდნენ ზედა, ვერვინ მხედავდეს ვიყო მე ბინდი, ნისლად ვეწვიო სამყაროს, იქნებ ვპოვო მიწაზე უკვდავი ხიბლი. ნიღაბი ჩქმალავს ლმობას აწმყოსა, უიმედობა წარსულთ დროისა ღიმილსა მპარავს უმანკოება აუტანელი ამაობისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი