მე მიყვარს...
მე მიყვარს შენი მწვანე თვალები, შენი წარბები და შენი ლტოლვა, შენი ლავიწი, შენი მკლავები და შენს სახეზე ჭორფლების გროვა. მე მიყვარს შენი კისერი, მკერდი და შენი მუცლის ნაზად ალოკვა, შენი თეძოთა ორივე ფერდი, შენი ბაყვების კრძალული თრთოლვა. და მიყვარს შენი ყველა ნაოჭი, შენს სახეზე კი მომრგვალო ხალი, შენი ტერფები, თითები, კოჭი და შენი თმები წითელი, ჟღალი. მე მიყვარს შენი ხმა და სიცილი, მოფერება და ალერსი მფრთხალი, შენი სათუთი, ტკბილი ღიმილი, მიყვარს, რომ გქვია შენ ჩემი ქალი. მე მიყვარს შენი მწვანე თვალები, შენი წარბები და შენი ლტოლვა, შენი ლავიწი, შენი მკლავები და მთელ შენს სახეზე ჭორფლების გროვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი