ლექსი
ავდრებით სნეულს, გადარეულს მაცოცხლებს ფრაზა და ჩემი ფიქრიც უმიზეზოდ ლექსად დავხიე, გადავიარე პეპლად ქცევის ოთხივე ფაზა, ღამე-გრძელი და შიშიანი აქ გავათიე. სიკვდილი უკვე აღარ მზარავს, მხოლოდ მაშინებს, სამოთხის ბაღში აბუზულა ბიჭო-გოგია... მე ამ სიცოცხლეს ვერ გავუგე რაღაც თავშივე, ალბათ, სიკვდილიც არ დამიწყებს დემაგოგიას! `მოძველებული~ ლექსის ფორმა ისე მაგიჟებს, როგორც ღვინო და სანატრელი `მარადი ქმარი~, `...და ალიონზე თეთრ დუქანთან~ ტანიტ ტაბიძეს არღნის ტირილში გადაჰყრია ლამაზი ქალი. სტრიქონში სევდა მეპარება... და ელამ თვალებს მჭლე ფემინისტი დედაბერი სანამ ჩამიკრავს, მე გადავუხდი პოეზიას ლექსების ვალებს და სიყვარულში გავუტყდები სიტყვას თავიდან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი