სალუტი! მოსვლამდე ...
ღიმილი წვიმიდან... როგორ ხარ?-გწერ ამგვარ განწყობის ბარათებს, რომლებსაც არასდროს მიიღებ ფოსტით ან პირადი გზავნილით, მერკურის ცალ მხარეს ჭაღივით ვანთებ და, მზესავით ვანათებ, შენ ბნელი განედის თავგადადებული უენო მგზავრი ხარ. იარე მოსვლამდე... მანამდე-სალუტი! თოკები ფეხებზე შენ ისევ გიჭერს და შენ ისევ გაფერხებს, შეგხსნი და გადავყრი, შეგხსი და გადავყრი, დღეიდან, ხვალიდან, ჰაერის მაგივრად თითებს აგაფარებ უფერულ სახეზე, რომ ცა დაინახო,(სხივები),თითებს აგაფარებ სახეზე, მათ შორის სივრცეა, შეხედე. სალუტი! ახლოსაც არ მოვალ, და არც შორიახლოს გავყვები ჯებირებს, მანამდე გადმოხვალ, იქამდე მოგწერ და,ბარათი არ მოვა. სიკვდილს ჩაატარებს ზღვაზე მოლივლივე ცისფერი გემბანი, ჰო, ასეთ სიკვდილში მეტია ხიბლი და მეტია გლამური, ზარბაზნის ხმა ფარავს საუბარს. სალუტი! და მაინც-როგორ ხარ? საგზალი თუ მაინც გეყოფა დამაშვრალს? ღიმილი წვიმიდან, თუ გაცვდა ივნისის წითელი მაუდი, თვალებზე ცრემლები, რუქებზე ზღვები და მდინარე დამაშრა, რადგან დედამიწას ჩვენი პაემანი ჩირადაც არ უღირს. იარე მოსვლამდე... მანამდე-სალუტი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი