გამოღვიძება
ვიძირები... ვიძირები... და ფსკერთან შესახვედრად ლოდის მობმაც არ მჭირდება... ისეთი მძიმეა სინანული... ყველა ნაჩუქარი ღიმილი.. ყველა გაცემული ემოცია მახსენდება და ჩემი უხილავი ლოდი უფრო დიდი სისწრაფით მიმაქანებს უჟანგბადო სიცოცხლისკენ... უსიცოცხლო მომავლისკენ... მომავალი გარდაცვალებისკენ... უფრო სწრაფად, ჩემო ტკივილო, უფრო სწრაფად მომიღე ბოლო.. დამმარხე საკუთარ სირცხვილში... საკუთარ იმედგაცრუებაში... საკუთარ სინანულში... სამი, ორი, ერთი... გამოღვიძება. მე მოვკვდი. სანაპიროზე ვწევარ, უცნაურად მსუბუქი... მხოლოდ მარილიანი წყლით გაჟღენთილი ტანსაცმელი მამძიმებს... არ ვიცი სად ვარ... აქ რა მინდა... რა დროა... (არც მაინტერესებს)... მე ალბათ მოვკვდი. და ჯერ ვერ გამიგია სამოთხეში მოვხვდი თუ ჯოჯოხეთში... უნდა წამოვდგე... მაგრამ, ამ ტანსაცმლით ვერ განვაგრძობ სვლას... ეს მძმე ტანისამოსი უნდა მოვიშორო... ვშიშვლდები და ვთბები... ეს სამოთხეა... დავბრუნდი... შევძელით ადამ... გესმის? ჩვენ ეს შევძელით.. უნდა გიპოვნო.. უნდა მოგიყვე რა გადამხდა თავს... უნდა გითხრა სად ვიყავი... ადამიანებზე უნდა მოგიყვე.. ადამ... ისინი არ გგვანან შენ... ისინი მკვლელები არიან.. პროფესიონალი ქილერები... არ ტოვებენ სამხილებს, ისე გკლავენ ყოველ ჯერზე.. ადამ... ადააამ... არ ხარ. არ დამელოდე. არ დამელოდე. არ დამელოდე. . . . ჩემი მძიმე ტანსაცმლით მონიშნულ სანაპიროს დავუბრუნდი... წლამდე თმა მოვისხი და ქვას მივუჯექი გვერდით... ჩამომეძინა.. მესიზმრება: ვიძირები.. ვიძირები... დიდი ლოდი მაქვს მობმული. მგონი, თავს ვიკლავ... სამოთხეს ვკარგავ... უნდა გადავრჩე.. უნდა ვცადო კიდევ ერთხელ ... დიდი ძალისხმევით ვიხსნი თოკს და სიზმრის ძალით მივცურაც ზემოთ... აი, სულ ცოტაც და .. მეღვიძება... ისვე იმ სანაპიროზე... ვზივარ, შიშველი ... და გვერდით მიზიხარ , შენ, მიღიმი.. დაბრუნდი, მიპოვნე... მე კინაღამ იმედი დავკარგე, კინაღამ ჯოჯოხეთის ვირწმუნე... კინაღამ ვიფიქრე, რომ ვერასოდეს შეგხვდებოდი... ხელი მომკიდე... უნდა მოგიყვე... ყველაფერი უნდა მოგიყვე... ........ ვიძირები.. ვიძირები.. ვიძირებით , ერთად და ყოველდღე ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავთ... და დილით სამოთხეში ვიღვიძებთ... მე - შენი ევა... შენ - ჩემი ადამი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი