წინასწარ(-)მეტყველება
წინასწარ( )მეტყველება ჩემს კაცს აღარ ვუყვარვარ... ჩემს კაცს აღარ ვუყვარვარ... ჩემს კაცს არ ვუყვარვარ... არც მე მიყვარს ჩემი კაცი ... ვიღვიძებ ... ვდგები... მივდივარ.. მოვდივარ... ვწვები... ვიძინებ ... სამწერტილებს შორის კი ვალდებულებები მეჩხირება... ჩემს კაცს არ მოვწონვარ... არ მოსწონს ჩემი ნაკვთები, ჩემი ღიმილი, ჩემი ტირილიც კი არ მოსწონს, გჯერათ?! ამის გამო მე და ჩემი კაცი ხშირად ვჩხუბობთ... და მერე , ჩემმა კაცმა არ იცის , რომ ისევ ვტირი.. ვუმალავ.. ვატყუებ .. ჩემს კაცს არ მოსწონს ჩემი თმა ... ჩემი თითები.. ჩემი სუნი უყვარს , მაგრამ მხოლოდ მაშინ , როცა გრძნობს ... ჩემს კაცს არ მოსწონს ჩემი ეჭვები, არც ჩემი შიშებთან მეგობრობა, რომლებსაც არც კი იცნობს , მაგრამ ჩემს კაცს არც არც ის მეგობრები მოსწონს , რომლებიც გაიცნო... ჰო.. ჩემს კაცს არც ის მოსწონს- “ჩემს კაცს” რომ ვეძახი... ლავიწებს შორის და ორი თითის დადებით ქვემოთ... სიცარიელეა... ასე მგონია, ცოტა გაბედულად რომ ამოვისუნთქო, სული გამომიძვრება ... ეს ჩემი გალაკტიკის შავი ხვრელია... ოღონდ, მხოლოდ საკუთარ ენერგიას ხაფავს.. ისრუტავს და აქრობს ... ჩემმა კაცმა არაფერი იცის გალაკტიკებზე... ჩემმა კაცმა იცის მხოლოდ ირმის ნახტომი- სიყვარულიდან სიძულვილში... ჩემი კაცი არ ცნობს გარდამავლობის კანონს, რომელიც მე გამოვიგონე ... ჩემი კაცი საერთოდ არ მიცნობს ... და როგორ უნდა ვუყვარდე.. ან როგორ უნდა მიყვარდეს.. ვიღვიძებ , ვდგები , მივდივარ , მოვდივარ, ვწვები, ვიძინებ , ვალდებულებებს ვიშორებ და უფრო ვმძიმდები ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი