*** (ღმერთო, შენ თუ მაპატიე...)


ღმერთო,
შენ თუ მაპატიე 
მისი სიყვარული?
რა არის სწრორი...
მინდა ნიშანი.

და თუკი 
მისი თითების მწამს,
როცა მეხება თრთოლვით,
გცოდავ უფალო?
და თუკი გავჩნდი,
მხოლოდ იმისთვის, რომ მყვარებოდა..
რატომ არ ქვია ჩვენს სიყვარულს 
შენი სახელი.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..
არა ვარ მეტი, არც ნაკლები
ვინც ევა იყო...
რადგანაც ვჭამე ნაყოფი სიყვარულისა
და ვუწილადე...
და გავაშიშლეთ ეს სულები სხეულებისგან
და დავინახეთ უხილავი სისუსტეები...
და მაინც გვიყვარს...
უფალო, თუკი რამე შეგცოდე,
მხოლოდ იმიტომ, რომ
საკუთარ თავს
დანიშნულება ვერ მივანიჭე,
გარდა ერთისა...
და სანამ ღმერთო სამოთხიდან გამოგვიშვებდი,
რატომ არასდროს არ გაგვაფრთხილე,
რომ სიყვარული რომელიც დარგე...
რომ სიყვარული რომელიც მორწყე...
რომ სიყვარული რომელიც გვერგო - 
არ გვეკუთვნოდა..
რომ დავკარგავდით
სამოთხეს და 
სულის სიმშიდეს..
და ერთმანეთსაც -
დროებით და
გაუთავებლად...

შემინდე ღმერთო,
შენს სახელს რომ თითებზე ვიხვევ...
და მაპატიე,
რომ არ ვნანობ ჩემს სიყვარულს
და
აწ და მარადის
უკუნითი უკუნისამდე
მასზე ვილოცებ..
ღმერთო, შენ კი ნუ გეწყინება...

დავიმსახურეთ..
გაძევება, გადასახლება...
სხეულჩაცმულნი რომ დავდივართ
არა მხარდამხარ...
ან ჩემი სულის უკვდავება გადაიფიქრე...
ან დამაბრუნე ისევ იმ ხესთან,
კვლავ მასთან ერთად...
რომ კიდევ ერთხელ მისი მწიფე ნაყოფი
ვიგემო და 
ვუწილადო...

შენ ხომ მაპატიე
მისი სიყვარული,
ღმერთო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ძალიან კარგია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი