*** (მწეველებზე ადრე თვითმკვლელები კვდებიან...)
მწეველებზე ადრე თვითმკვლელები კვდებიან.. რატომ არ წერია გაფრთხილება ხიდებზე... მაღალი შენობების სახურავებზე... ბასრ ნივთებზე.. იარაღზე... რატომ არაა არცერთი ნომერი, სადაც დარეკავ და თვითმკვლელობას გადაგაფიქრებინებენ... ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ნომერი , რომელიც პასუხის შემთხვევაში შენს სულს იხსნის, სწორედ ისაა, რომელმაც გადაგაწყვეტინა მისი დამარხვა... ალბათ იმიტომ, რომ გაფთრხილებები იმდენია - ერთ ფრაზაში ვერ დატევ.. მთავარია გაახილო თვალი.. ამოიკითხო მსხვილად ნაბეჭდი იმედები თვალებში... მაგრამ თუკი თვითმკვლელს გადაწყვეტილი აქვს ნახევრამდე მოწეული ცხოვრება გადააგდოს და აღარასდროს გაეკაროს ამ ნაგავს... რეკავს ცხელ ხაზზე.. და ამბობს.. "დედა ცუდადაა, სასწრაფო გამოუშვით.." 1,2,3... . კვდება ყველა თავის დროზე ... მხოლოდ თვითმკვლელები კვდებიან ადრე ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
უჰ :(