***(ჩემი სული უდაბნოა...)


ჩემი სული უდაბნოა...
რომელიც უნდა გავიარო...

ის მომენტია,
როცა ყველაზე უკეთ გესმის
მათი, ვინც 
საკუთარი ნებით მოუსწრაფა
სიცოცხლე თავს...
გესმის და
გშურს -
მათი გამბედაობის..
სიმამაცის ...

მე ისევ იმ ქვაზე ვზივარ,
სადაც ოდესღაც 
ერთმა ბიჭმა
სიკეთესავით დამტოვა
და ველი
მის დაბრუნებას..
გზაჯვარედინები შეერთდნენ
და
ერთი გზა დამრჩა...
პირდაპირ სავალი...
წინსვლა ან უკან დაბრუნება...
თითქოს ვიღაცამ 
ხელები ამაფარა თვალებზე ..
გულისარევამდე მატრიალა და გზაზე დამტოვა....
თვალებს ვისრეს..
და ვერ ვხვდები სვლა რომ განვაგრძო 
უკან დავბრუნდები
თუ წინ წავალ..
ფეხი მერევა..
გონება მერევა..
და გული..
გული მერევა
ყველაფერზე,
რაც ირგვლივ კი არ ტრიალებს,
ზარივით დამეცა თავზე და
გაბრუებული დამტოვა ბედის ანაბარა...

ცა არასდროს გაიხსნება,
რომ ხსნა იქ ვიპოვო...
რადგან ცა - ჩემს თვალებში ჩაგუბდა
და
შენი სხეულიდან აორთქლილ
ტკივილებს ტირის...
დაუსრულებლად...
აქ აღარაა ოაზისი,
რადგან ჩემი უდაბნო
მირაჟულ ტროპიკებად იქცა...
რამდენი რამის გაგება,
ნახვა და გასინჯვა შეგიძლია ..
და არ დგამ ნაბიჯებს...
აქ სულ ცხელა, ცხელა, ცხელა..
მერე ერთხელაც ისე იწვიმებს
ჩამოიტანს ცას მიწაზე,
როგორც ყველა ოცნებას 
ოდესღაც-
საოცარი იუმორის გრძნობით
დაჯილდოებული ღმერთი...

ყველაფერი სასრულია..
სიცხეც, სიცივეც...
ახლა მთავარია რომელი რომლით დასრულდება...
მე მოვალ წვიმად
და ჩემსავე დაგვალულ მიწას დავატენიანებ...
მერე შენ გადაწყვიტე
ეს ტალახია,
თუ  ხსნა..
გადარჩენა გაუდაბურებისგან...

ჩემი სული უდაბნოა...
რომელიც უნდა გავიარო...
უნდა გადავლახო..
ეს ოაზისები,
თუ მირაჟები..
ეჰ მირაჟები...
დროის კარგვაა 
დასაღამებლად განწირულ გზაზე...
ვუბრუნდები ქვიშას...
და ვგრძნობ,
რომ არასდროს ყოფილა სიარული
ასეთი მძიმე...
მძიმე...
მძიმე..

წერტილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი