შეხვედრამდე
შენი ნაჩუქნი წითელი ვარდი კვლავ დაამშვენებს ვიღაცის კალთას მე კი დავდნები იმაზე დარდით რომ შენი სითბო დამრჩება ნატვრად. მოგძებნი ალბათ ბოლო წამამდე ყველა მზერაში მე-სამარემდე შენს კვალს გავყვები სიკვდილამდე და ამ სიყვარულს ავიტან ცამდე. დადგება ის დღეც კვლავ რომ შევხვდებით და მე არ მოგთხოვ მძივების ბალთას, მხოლოდ ამას გთხოვ იქნებ ბოლოჯერ შემომაშველო გადაღლილს კალთა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი