ჭრილობა


ალბათ გგონია მართლა გაგაქრე
და დავივიწყე ჩვენი ხსენება
მაგრამ ძვირფასო ვაი რომ გული
-გული პირველი დღესავით დნება.

ალბათ ჰგონია კვლავ დავბრუნდებით
ისევ მომწმინდავ ცრემლიან თვალებს
მაგრამ ძვირფასო თურმე სამყარო 
უკან იბრუნებს ნასესხებ ვალებს.

მაგრამ თუ ერთხელ ბედმა ინება
ჩვენი ძაფებით დაკავშირება
მინდა იცოდე რა გაიარა
ოხერმა გულმა განაწვალებმა:

როგორ გეძებდა, როგორ გეძახდა 
გზაზე რომელსაც არ ჰქონდა ბოლო
როგორ სტკიოდა ჭრილობა შენი 
და მაინც გთხოვდა დარჩენას მხოლოდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი