ენავ ქართულო
ენავ ქართულო! ბევრჭირნახულო, ვერ ამოგძირკვა, ვერ მოგინელა, მომხდურმა ასმა, თურქმა თუ სპარსმა, გსხიპა და გპარსა, ყველამ დაგატყო თითო იარა; უცნაურ ხმებზე გაბოდიალა, მონღოლთა ურდომ, ჯალალედინმა, მტკვარი რომ სისხლად შეაღებინა, ამ ტკბილ ენაზედ იწყეს გალობა, მტერს შეეწირა მთელი თაობა. ენავ ქართულო! ბევრჭირნახულო, ვერ ამოგძირკვა, ვერ მოგინელა- მომხდურმა ბევრმა, ბრძენმა თუ შტერმა, გძარცვა და გდევნა. ყველამ გისწორა ბწკარი,აბზაცი, თუ არ წამლობა სულხან-საბასი, რა იქნებოდი,არავინ უწყის, ჩამოგარეცხა მან ჟამთა ჭუჭყი, და სანუკვარი ყველა დროსანი,- წამოგეზარდნენ, მწერალ-მგოსანნი. ენავ ქართულო! ბევრჭირნახულო, ვერ ამოგძირკვა, ვერ მოგინელა, მომხდურმა ჩვენმა , ორთავამ, ბნელმა, გკორტნა და გგვემა. მანაც დაგატყო დაღი,იარა, ფრესკებზე კირით გადაიარა, ჩათვალა -საღვთოდ რომ ხარ მწირია, და შეიწირა მსხვერპლად ილია! მაგრამ იაკობს,ვაჟას,აკაკის... რით მოხიბლავდა; გედის არაკით?! ენავ ქართულო! ბევრჭირნახულო, ვერ ამოგძირკვა, ვერ მოგინელა, მომხდურმა ასმა, ვერც შაჰ -აბასმა, ვეღარც მურვან ყრუმ. მკვდრეთით ღსდგებოდი,ვითარც ლაზარე! თავისუფლება არსად ატარე, ალმაზო წმიდავ,ცუტავლის დარავ, შენზედ მოგვკითხავს უფალი ტალანტს. ზოსიმემ გაქო,შოთამ მოგქარგა, იბერთა დედავ,ნანავ კოლხ ხალხთა. მოყვრისთვის ტკბილო,მტრისთვის მწარეო! შენს აი იას ვენაცვალეო! 2019.04
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი