ოცნება


ქოხი მინდა ავაშენო ზღვის პირას,
ღამღამობით ყურს ვუგდებდეთ ტალღებს,
ნაძვების და მაგნოლიის ჩრდილებში
შემოვღობავდი ერთ პატარა ნაკვეთს.
დაისისას გავიდოდით ნაპირზე,
შევაპობდით აქაფებულ ზვირთებს,
შევცურავდით თვალუწვდენელ მანძილზე,
შორს, სულ იქით,ჩამავალი მზისკენ...
სტვენით ჩვენთან მოვუხმობდით დელფინებს,
მათთან ერთად ვიცეკვებდით ვალსს,
მთვარის შუქზე გავწვებოდით ტალღებზე
და ვარსკვლავებს დავუწყებდით თვლას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი