სამშობლოს


რაზედ მოგიწყენია? განა ეგრე დაბნელდა?!
შენი დასამარება ადრეც ბევრმა გაბედა
მაგრამ ვერვინ გახედნა  შენი ლაღი "მერანი"!
მირბის, მიქრის თავნება,იქით სადაც მზე არი.
ხშირად ქერიც არ ყოფნის,თითქმის მუდამ სწყურია,
მაგრამ მტრების წინაშე აღარ ჩაუმუხლია.
ასე იყო აქამდის,მჯერა ასეც იქნება
მისი სული უტეხი ვეღარ გარდაიქმნება!
მუხლი ჭიუხის ჯიხვის,ფლოქვად გორდისა ფოლადი,
არაგველთა გული აქვს ვერ დადგება მონად ის!
ვერ შებედავს ვერავინ ეჟვნებიან ფაეტონს!
აღარც ოქროჭედური უნაგირი დაედოს!
ვერ იქნება მაძღარი იწვეს ქერის ორმოში!
ვერ აშინებს ყორანი, თვალბედითი, ოღრაში!
ვეღარც მავთულხლართები შეუზღუდავს არეალს!
როცა თავისუფლების სიო ფაფარს დაბერავს
მაშინ ბედნიერების გაეშლება ფრთა მერანს,
მყისვე ლაჟვარდოვანი ზღვისკენ დაიწყებს ფრენას!
მასში დასაბამიდან უკვდავ გმირთა გენია!
ვერ გაყიდის გახრწნილი მას ინტელიგენცია!
უკვე ,როცა  იპოვა, გადარჩენის გზა-კვალი,
ვეღარაფერს დააკლებს მას მდევარი მზაკვარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი