ასე ვიყავით


ასე ვიყავით დასაბამიდან,
ხმალი გვიჭრიდა,შურიც მოგვდგამდა,
ნიჭი გვქონდა და შრომა გვიმძიმდა,
წიგნი გვქონდა და კითხვა გვბორკავდა.
რიონი უხვად გვასაზრდოებდა,
მტკვარი გვამკობდა,თერგი ბორგავდა,
ვაზი გვქონდა და ღვინო გვიმწირდა,
ჭკუა გვქონდა და შნო არმოგვდგამდა.
ბუნებით ლაღებს და უდარდელებს,
ღმერთი გვწყალობდა,მღვდელი გვბოჭავდა,
მიწა გვქონდა და თოხნა გვიჭირდა
ჰარი ჰარალე... ვოისა... ვორადა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი