ერის მამას
ღირსი ერის მამა არის,განა მართლა შვილია?! სანთელივით ვინც იწვოდა,მტერს ვინც უფრთხო ძილია, თაობების ტვირთი ზიდა ვითარც მისი წილია, დაგვიტოვა ყველა ქართველს მკაფიო გზავნილია: ჯერ მამულსო მიხედეთო,სხვა ყველა ტყუილია, ენაც აღარ დაამჟავოთ,ვითარც დერგში მწნილია, სარწმუნოება ხომ ჩვენში სისხლით გამობრძმედილია?! ინატრიდა გვეღირსოსო ოდესმე ჩვენ ღვიძილია. ვერ იქნება, მონობაში ვიპოვოთო იდილია! მისი ნიჭი,ლექსი,პროზა... სამშობლოსთვის მიძღვნილია! საქართველოს სიყვარულში დაიხარჯა, გაილია. ყველა ფლიდი მას ებრძოდა,სიმართლისთვის დევნილია! დამპყრობლისთვის ანთებული გახდა ნაღმის ფითილია, საფიქრალი გაუჩინა,მოუშალა სიცილია. თავი დადო,მით მონობას მან დაუსვა წერტილია! როცა კლავდნენ მან შესძახა: -არ მესროლო ვარ ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი