ანაზდად უცებ
ანაზდად უცებ მოვიდა წვიმა, და გულს მოაწვა მწუხარე ფიქრი, არ მიყვარს როცა მზე არ გამოვა, შენ რომ არ მოხვალ ეს მე ხომ ვიცი... დავეხეტები ასე მდუმარედ ხალხში დავეძებ შენს ლამაზ თვალებს, მინდა რომ ისევ გიხილო ჩემთან, მინდა რომ ისევ იყოს ის ღამე... სევდის მორევში ჩაფლული გული, ეალერსება შორეულ წარსულს, იცის არასდროს იქნები მისი და მაინც შენთან შეხვედრას ლამობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი