ფერი იცვალე საქართველო


ფერი იცვალე საქართველო,
დროა იცვალე!
მონის სინდრომი განიქარვე,
გარდაისახე.
კერპები ყველა დაამსხვრიე,
მზისკენ ისწრაფე.
შემოიკრიბე ტალანტები
მიზნად ისახე,
თავისუფლება,წარმატება...
გახდი მრისხანე!
ყველა მანქურთი მოიკვეთე,
დაჰკარ მიწაზე!
ძველი ლეგენდა აიხდინე
ივერიაზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი