მიწასთან ახლოს და ციდან სამ მეტრზე
******* მიწასთან ახლოს და ცამდე სამ მეტრზე, ოცდაათი წლის მოხუცი ვწევარ, აღარ ვაგროვებ ოცნებებს ხელზე, აღარც მიწაში დამარხვა მზარავს. ეს ასაკია? თუ რაღაც წყევლა — როცა თვალები - ჭა, სული კი - ბებერი, და როცა ყველა გადავლილმა წელმა გულზე დატოვა მტვრის ნაცრისფერი. არც ჭაღარა მაქვს, არც ყავარჯენი, მაგრამ სიტყვები მამძიმებს მხრებზე, მე ჩემი თავის დავრჩი მგოსანი, მიწასთან ახლოს... და ცამდე სამ მეტრზე.. 2026,02,12.ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი