მთაწმინდა;
მთაწმინდა.. ------------- ცისფერ ნისლებში გახვეულა თბილისის მხარი, მთაწმინდის კალთას ჩურჩულით სცდება ნიავი, იქ საუკუნო მყუდროებას იცავს ტაძარი და წინაპართა ჩრდილებია მუდამ მბრწყინავი. იქ ბარათაშვილს უმღერია მერანის დარდი, იქ ილიას სულს სამშობლოზე ნატყვიარი აქვს, იქ, ნაქარგები მუხლმოდრეკით იის და ვარდის... დიდ პოეტებს ჩემს შესახებაც უთქვამთ, მგონია. ვიცი, მელიან... საუკუნის ფიქრთა კრებულში, ჩემი სტრიქონიც ჩაიწერება, როგორც ანდერძი, იქ, აკაკისთან, ვაჟასთან და გალაკტიონთან, სიკვდილის შემდეგ ჩემს ცოცხალ ლექსს მაინც გადავშლი. მესმის ძახილი, კლდის ნაპრალებს მოაქვთ ზუზუნით, რომ ჩემი ადგილიც იქ არის, იმ ცივ ლოდებთან, სადაც პოეტთა უკვდავება იწყებს გუგუნს და ზღაპარი არის პოეტობა ამ დიდ მგოსნებთან. ზევით მივიწევ... პანთეონის ჩუმ მესვეურებს მივუტან სუნთქვას,ჰო ამაყად ჩემი გრძნობებით, მე იქ მელიან... ჩემს სათქმელს და ჩემსავე დღეებს, ქართული სიტყვის უკვდავი და დიდი მგოსნები. 10,06,2026,ო.ზოიძე უცნობი რომანტიკოსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი