ღამეა მშვიდი და ნისლიანი;
ღამეა მშვიდი და ნისლიანი.. ------------- ღამეა მშვიდი და ნისლიანი, წვიმამ დახაზა სარკმელზე ზოლი, მოდის ფიქრები და გვიანია, ქარს მიაქვს ჩემი სულის ამბორი. ველოდი შენს ხმას,როგორც მესიას, წყვდიადში სველი ბჟუტავს ლამპარი, ეს მარტოობა ჩემი წესია და მოგონება უცხო ზღაპარი. მესმის ნაბიჯი ნელი, მალული, თუმცა ეს მხოლოდ წვიმის წვეთია, სულში ატირდა ძველი წარსული, ეს ტანჯვა ჩემი მწარე ხვედრია. რომანტიკოსის ლურჯი ოცნებით ისევ ივსება ეს ცივი სახლი, მე შენს სახებას კვლავ ველოცები, როცა წარსული ტკივილით მძახის. წვიმს და ფილაქანს ასკდება სხივი, რომელიც კრთება ლამპიონებიდან, გულში ჩაწყნარდა ძველი ტკივილი, რადგან გამოხველ ილუზიიდან. შენი თვალების მძიმე მისტიკა, ამ ბნელ წყვდიადში ისევ ანათებს, მკერდში ბობოქრობს სევდის ტრაგიკა, რომელიც ჩემს გზებს კვლავ მიანათებს. ღამე ილევა, ქრება ვარსკვლავი, წვიმის მუსიკა სულში ნელდება, მე შენი ნაზი ვარდის,თავთავი, მჯერა, ამ ღამით მომევლინება.. 03,06,2026,ო.ზოიძე ავტორი უცნობი რომანტიკოსი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი