შენ რომ არა ვინ გამიღიმებდა ღმერთივით:


შენ რომ არა ვინ გამიღიმებდა ღმერთივით..
----------
​ამღვრეულ ფიქრებს კვლავ გაჰყვება სევდის მდინარე,
და დაღლილ გულში მოგონება დარჩება რთული,
შენ რომ არა, ვინ გამიღიმებდა ღმერთივით,
ანდა სხვაგვარად ვის მზერაში ჩაქვრება სული.
​
თუკი სამყარო გადაიქცევა უთქმელ საპყრობილედ,
მე შენს სახებას დავიწყებ კვლავაც ხატვას,
შენ რომ არა, ვის მზერაში ვიგრძნობდი სიყვარულს,
შენ რომ არა, ვინ არიდებდა ჩემს ბილიკებს უსასრულო დაღლას..

​01,04,2026,ო.ზოიძე ავტორი უცნობი რომანტიკოსი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი