მამულო:
მამულო, შენი მიწისა ყოველი მტკაველი მტკივა, შენი წარსულის დიდება- გულშიი ნაკვერჩხლად მცვივა. შვილო, გიბარებ ანდერძად, წინაპართ ნავალს, ნაშენსა, ეს მიწა სისხლით დაცული, უნდა ებაროს შენს მკლავსა. არ დაივიწყო ენაო, მამა-პაპათა ლოცვები, ქართული სიტყვის მხედარო- გტკიოდეს ერის ცრემლები. აქ წინაპართა სისხლია შენს ძარღვში ალად ქცეული, შენ სამშობლოსთვის გაგზარდა მამამ — გულითა რჩეული. აქ არის შენი აკვანი, შენი სალოცავ-ტაძარი, შენ უნდა გერქვას დესპანი- ხელთ გეპყროს მტრისთვის ლახვარი., აქ უნდა იდგე კლდესავით, არცერთ ქარტეხილს დახრილი, რომ შენი მტკიცე მარჯვენით მუდამ ელავდეს მახვილი. გულზე გესვენოს სამშობლო, სულის საფიცარ ხატადა, რომ შენი სუფთა სახელი- წინაპარს დაეფასაო. მწვერვალებს შეჰყურე ამაყად, ფესვი აქა გაქვს, გესმოდეს, სანამ შენ ცოცხლობ, ქართველო, ეს ქვეყანა არ დაეცემოდეს! 02,06,2026, ო.ზოიძე ავტორი უცნობი რომანტიკოსი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი