ჩემი აპათეა


******

​სულზე დამაწვა მძიმე აპათია,
ყველა განაჩენი ბედის ირონიის,
რაც კი ამ გულს და სულს უპატიებია,
გაქრა და დატოვა ხმა სიმფონიის.

​წახვედი ისე, არც კი მოგიხედავს,
რწმენა დალეწე, როგორც ძველი თასი,
ამ ცარიელ ცას ვეღარავინ ხედავს,
რადგან დაეკარგა ყოველ გრძნობას ფასი.

​არც ჯოჯოხეთი მწამს, არც ნეტარება,
მხოლოდ ეს წუთია - მწარე და ცივი,
სადაც სხეული სულს ედავება,
და აპათიაა სულის მძიმე სხივი.

​მიდიხარ... ტოვებ სიცარიელეს,
სადაც ოდესღაც რაღაც თბილოდა,
შენს ნაბიჯებს მიაქვს ჩემი ივნისი,
რაც ასე ნაზად გულში მწვიმოდა.

​ახლა ეს გზაა — ცივი და უღმერთო,
ზურგშექცეული ბედის ამარა,
აღარაფერი დამრჩა სათქმელად,
აპათიამ კი სული დამარხა.

​ახლა ივნისია, დღეს დავიბადე,
მაგრამ ეს დღეც კი არის ირონია,
ამ აპათიამ რაც დამიბედა –
სულის დამარხვა და სევდის სიმფონია...

22,06,2015ო.ზოიძე  უცნობი რომანტიკოსი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი