ოცდა მეათე ლაჟვარდი;


ოცდამეათე ლაჟვარდი;

​გაილია დღე კვლავაც უთქმელი,
მზის ჩასვენებას დაჰყურებს მთები,
მოგონებების მძიმე გუნდები,
ისევ ჩამომსხდნენ მხრებზე მტრედებად.
​
არც სიმარტოვე მთხოვს პატიებას,
არც ეს სიჩუმე აღარ თავდება,
წამი წამს მისდევს, ისე მიქრიან,
თითქოს სამყარო ჩემში მთავრდება.
​
სადღაც შორს დარჩა ხმაური გზების,
გადაღლილ გულში სიმშვიდე სახლობს,
და ისევ ისე, ძველებურ ნებით,
წარსულის ლანდი მიახლოვდება.
​
ვეღარაფერი შეცვლის ამ წამებს,
რაც იყო — იყო, რაც არის — არის,
ღამე ვარსკვლავებს თვალზე დამაბნევს
და გამიხდება ფიქრი საგზალი.
​
რა დავაკელი ნეტავ ამ წლებს,
კითხვა კითხვაზე ისევ გროვდება,
ვიდრე სიცოცხლე გზებს დამიწესებს,
სული სიმშვიდეს კვლავ ეთხოვება.
​
მერე კი, როცა დაღლილი მზერა,
ჰორიზონტის პირს კვლავ მიადგება,
მივხვდები — ბედმა რაც კი მიწერა,
ჩემივე ფიქრად გარდაისახდება.
​
რადგან ამ წმინდა, მაცხოვნებელ წამს,
როცა სამყაროს ვხედავ იმედად,
აღარც სურვილი მაქვს რაიმე შურის
და მხოლოდ ყოფნა მეპატიება.
​
და როცა ჩრდილი დაეცემა გზას,
და როცა ნისლით დავიბინდები...
ოცდამეათედ გაუღიმებ ლაჟვარდს
და ისევ ჩემებურად ჩავფიქრდები.

ავტორი ო.ზოიძე ,უცნობი რომანტიკოსი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი