მწუხრის სიმფონია:
მწუხრის სიმფონია: სულის ტაძარს დაეუფლა - სამუდამო მწუხრის ნისლი, მარტოობის უფსკრულიდან - საიდუმლოდ მოჰქრის ქარი, ამაოა წუთისოფლის - ძველი შვება კვლავინდელი, სავანეში ნატიფ გრძნობის,ბჟუტავს ჩუმად სანთლის ალი. ჩამავალი მზის ჩრდილის ქვეშ, გარინდულა ამბიონი. ფიქრთა მორევს აედევნა - მოგონების ლეგიონი, იდუმალთა სამყაროდან-მოეფინა ღამე მკრთალი, ვერცხლისფერი ვარსკვლავებით, შეიმოსა ცათა თვალი. ამ უსიტყვო განშორებას-საუკუნოდ გლოვა მოსავს, მდუმარების ცივ ტაძარში-სული ჩუმად იწყებს ლოცვას, შენი ლანდი სივრცეშიაც-დარჩენილა, ვით ხატება, რომლის შუქით ჩემი უხმო-არსებაც კი განათდება. დედამიწას კვლავ დაჰყურებს- მარადობის მძიმე დაღი, ჩემს სხეულში უშენობით-ჭკნება ფიქრთა ნაზი ბაღი, შორეული ვარსკვლავების-სევდიანი მოჩანს კრთომა, ეს გული კი უსასრულოდ-ტკივილების არის გმობა. უჟამობის სივრცეებში-გაიფანტა მზერა-კვალი, ჩვენს შორეულ სიყვარულზე-კვლავ ატირდა ზეცის რკალი, საუკუნოდ აჟღერდება ეს სიმფონია ნაზი მწუხრის, ჩემი სუნთქვაც დედამიწას-ამ ეპოქას გადაუვლის. 27,06,206,ო.ზოიძეუცნობი რომანტიკოსი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი