********
******** როცა სიკვდილი მოვა მომძებნის, ნუ გამაცილებ ცრემლით, გოდებით, ჩემი სული რომ ბორკილს აიწყვეტს,- კვლავ სიყვარულად დაგიბრუნდები. მოვალ სინაზით შემოდგომის ფრად, ნაზი წვიმებით ,ქარის ქროლვებით, ჩვენს ხეივანში ნეკერჩხლის ფოთლებს, ავშრიალებ,ნაზი,აკორდებით. გარდავიქმნები წვიმის წვეთებად, სულს დავიშლი ათას ფერებად, გაზაფხულს შენთვის ავაყვავილებ,- რომ შემამჩნიო,იასამანში- ლურჯ-ხავერდებად... 23,10,2026,ავტორი;ო.ზოიძე(უცნობი რომსნტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი