იასამნისფრად გაწვიმდა ისევ;


იასამნისფრად გაწვიმდა ისევ,
ცამ მოიფრქვია სველი სურნელი,
მე მონატრების ტკივილებს ვითვლი,
ვით სიყვარულის სენი უნკურნებელი.
​
გზებზე დაღვრილა ფერი სიმშვიდის,
თუმცა გულს მაინც შფოთი ედება,
ამ წვიმის წვეთებს შენი ხმა მოაქვს
და მოგონება აქვე ცოცხლდება.
​
იასამნისფერ ნისლში გახვეულს,
ისევ შენივე ლანდი მელანდება,
წვიმს... და ამ სისველეს, ჩუმს და სურნელოვანს,
შენი ღიმილი უფრო აკლდება.
​
სადღაც შორს დარჩა მზის კამკამება,
აქ კი ფერები იღვრება ნაზად,
მონატრებაა ახლა წამება,
რომელსაც ვათრევ უსიტყვოდ, ნაზად.
​ 

თითქოს სამყარომ სამოსი გამოიცვალა,
სურნელოვან და სევდიან ფერად,
სიყვარული კი არ გარდაიცვალა,
უბრალოდ, იქცა წვიმისფერ მღერად.
​
თითოეულ წვეთში შენი სახეა,
დაბინდულ შუშას ვხატავ თითებით,
შენი ღიმილი ჩემი მახეა,
ვერ დავაღწიე თავი ფიქრებით.
​
მინდა, ეს წვიმა დიდხანს გაგრძელდეს,
რომ შენი სუნთქვა ვიგრძნო ჰაერში,
რომ ეს ოცნება კვლავაც ცოცხლობდეს
იასამნისფერ, სველ ლაბირინთში.
​
და როცა ბოლოს ცა გადაიყრის,
იასამნისფერ სევდას წაიღებს,
ვიცი, ეს გული კვლავ შენ დაგიცდის,
სანამ სიყვარულს კარს არ გაუღებ..

ავტორი;ო.ზოიძე(უცნობი რომანტიკოსი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი