****
******** იცი ვისწავლე უშენოდ სუნთქვა არც ეს შეშლი ამინდი მძაფრავს, დაგივიწყეო ეს რომ ვთქვა მერე სინდისი ჯვარზე გამაკრავს.. იცი უბრალოდ ვწერ წერილებს არ გიგზავნი თავს არ გაწყენ, რა ვქნა ვერ ვიმორჩილებ თითებს ფიქრებს გაზაფხულში რომ დარჩნენ. მარტი აპრილმა ჩანაცვლა წვიმით და მიმოფანტული გვირილა ველზე, ახლა ეს წამი არის პოეტის მითი ახლა ეს ყველაფერი შარფად მაქვს ყელზე. იცი ვისწავლე უშენოდ სუნთვა, იცი უბრალოდ ვწერ წერილებს, არ მიყვარხარო ეს როგორ ვთქვა როცა შემოდგომაზე ვნატრობ გვირილებს.. 06,09,2026, ავტორი: ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი