*******
******** ეს სამყარო ფრთებს ვერ დამამტვრევს- ვერც ოცნებებს ვერ წამართმევს, ფრთებ გაშლილი ზეცას გავარღვევ და ბოროტება ხელებს ვერ მომახვევს. ქარებს აუწყობ ფრთების შრიალს, ავედევნები ოცნებებს , სიზმარს, მაჯებს გადავხსნი სისხლს დავცლი მთლიანს, ოღონდ გავექცე ამ სულის გმინვას. მინდა წავიდე მინდა გავფრინდე, სხეულს სულით რომ გავუნაწილდე, გთხოვ უფალო კარი გამიღე, გთხოვ,უფალო,ხელი ჩამჭიდე. ვერვინ გაიგებს ვერვინ ვერ იგრძნობს, იმ სამყაროს რასაც მე ვხედავ , ოცნებებს მიღმა გამქრალ ნდობას და რომ მიწიერებას ეშმაკი ბეჭტავს. ეს სამყარო ფრთებს ვერ დამამტვრევს- ვერც ოცნებებს ვერ წამართმევს, ფრთებ გაშლილი ზეცას გავარღვევ მჯერა, ძმა ქრისტე ხელებს მომახვევს.. 05,09,2026, ავტორი: ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი