ქარში გაშლილი ვარდი;
****** მოდის ქარები... სადღაც შორიდან... როგორც ოცნება და ნეტარება, და ჩემი სული, ვით სიმფონია, ამ უცნაურ ხმას ეფერება. ისევ აირია ფერი ზეცის, დაჰქრის ქარი და მოაქვს ფარული, ეს სიყვარულია – სუნთქვა ლექსის, შორეულ დარდის ნაზი ჩურჩული. შენ ხარ ზმანება, ნაზი და წმინდა, ვით თეთრი ვარდი, ქარში გაშლილი, მე ამ ქარებში დაღლა არ მინდა, თუმცა ვარ სევდით დანამული. ო, ეს ქარები! მწარე და ტკბილი, მიჰქრიან სადღაც, ლაჟვარდებს მიღმა, და მოგონება – ნაზი და ფრთხილი, გულში ჩამწყდარი ჩუმ სიტყვად ითქვა. მესმის ძახილი... შორი ნაპირის... სადაც მზე კვდება და მთვარე ბორგავს, იქ სიყვარული ობლად ატირდა და ქარის ფრთებზე სიმღერას აქსოვს. როგორც გრიგალი – მძაფრი და ცხელი, შემოიჭრება სულში ნაღველი, და მეც, სიმთვრალით ოდნავ მორხეული, ვეძებ შენს ლანდს – გადაკარგული. დაე, მიქროდნენ! დაე, გუგუნებდნენ! ამ ქარებს მიაქვთ ჩემი დღეები, რომ ოცნებებში კვლავ შრიალებდნენ დაბინდებული ეს ხეივნები. ახლა კი ვდუმვარ... ქარი ჩადგება... დარჩება სული – კვლავ მარტოსული, ასე სრულდება დიდი ზმანება – ქარში გაჭრილი და გარდასული.. 17,02,2026, ავტორი: ო.ზ (;უცნობი რომანტიკოსი)....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი