აი როგორ ვოცნებობთ პოეტები;
******** ახლა გვიანია, უკვე ფერს იცვლიან და შემოდგომის ფრად კვდებიან ლექსები, ქარები ველად დაქრიან და ხმა მაღლა ოცნებობენ პოეტები. ფიქრებს აყოლილი ფოთოლთა შრიალი და ნისლში გალანდული მთვარე, გულზე მოდებული სევდის ალი და ოქროსფრად შეღებილი მხარე. წვიმის წვეთების როკვის ხმა და ცაში აჭრილი გრძნობებით, ფრთებ შესხმული სიყვარულით და ზეცას გაცდენილი ფიქრებით. ტკივილით დაღლილი სხეულით და სულში ამოჭრილი ქარით, ოცნებებს იალქნებს გავუშლი და ბაგებს დაგიკოცნი ღამით. მერე აგიშლი შავ-ფერ დალალებს და შენი თვალები ამირეკლავენ, ლექსებით გაგიშლი ოცნებებს და მერე გრძნობები ჯვარს გამაკრავენ. ნალურსმნალ მაჯებზე შენს თმებს დავიფენ და გრძნობების ქარცეცხლში გაგხვევ, შენი ტუჩები ტკივილს მავიწყებენ და მეც ზეციურ საზღვრებს ვარღვევ. ახლა გვიანი, უკვე ფერს იცვლიან და შემოდგომის ფრად კვდებიან ლექსები, ქარები ველზე დაქრიან და აი როგორ ვოცნებობთ პოეტები... 28,08,2026, ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი) კითხულობას ავტორი:
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი