ლაზი ბაბუა
ლაზი ბაბუა: ლაზი ბაბუა შვილიშვილს უხსნის, ამ მთების იქით საქართველოა, ჩვენი მიწაწყლის და სამშობლოს ფესვის, იქ ჩვენი წინაპრის სამოსახლოა. ამდროს გაღმიდან,აჭარის მთებში, სიმღერის სმენას შეჰყვა ბაბუა, აჭარელ გლეხის ნამღერი თვალებში, ნამად დაედო სულითკი იქგასულა. აჭარის მთებში ერთერთ გორაზე, სიმღერა ისმის გლეხის ჭალიდან, ცელის კივილის მასათის ხმაზე, სამშობლოს მღერა ამოსდის გულიდან. იმ ექოში,ხმის სიღრმეში, ლაზი ბაბუას სული დაიწვა, დითხანს უსმენდა ცრემლით კისერში, მერე გულიდან ოხვრა ამოუშვა. ჰე , ბაბუა, უთხრა შვილიშვილს, სამი ათასი წელი ებრძოდნენ, სამ საუკუნეს გაუძლეს ტკივილს, თავისუფლებას დითხანს,დითხანს ელოდნენ. ის გლეხი მთის ფერდობიდან, სიმღერით გვიხსნის ჩვენ ვინავართ, ჩვენ ბაბუ ვართ გურჯისტანიდან, ჩვენ ლაზები ქართველები ვართ..... ავტორი, ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი