ნა-ადრევი შემოდგომა:
ნა -ადრევი შემოდგომა: ისევ წვიმს, ისევ შემოდგომის ქარი ოქროსფერ ფოთლებს ქუჩებში ფანტავს, მიხურულია წარსულის კარი და სული ისევ შენს აჩრდილს ხატავს. წვიმს დაუსრულებლად, წვიმს დაუღალავად სველი ხეები ჩუმად კვნესიან, ჩვენი დღეები ქრებიან თავად გაფრინდნენ შორს და აღარ არიან. ეს მონატრება-შემოდგომის-ფრად მწველი როგორც აჩრდილი ძველი ზღაპრისა, მე შენს გამოჩენას ამაოდ ველი გზაჯვარედინზე შემოდგომისა. წვეთები რეკენ ფანჯარას ნელა თითქოს უკრავენ სევდიან სიმებს, ამ სიჩუმეში დაინთქა ყველა და ქარი კვლავაც აცრემლებს მინებს. სად ხარ ახლა და ვისთვის ყვავის ეგ შენი მზერა, ლანდი მწუხარე? აქ ფოთოლცვენა,ნისლია შავი და სიჩუმეა ირგვლივ მძინარე. წვიმს... და ფოთლები ცვივიან ისევ ქარი აკვნესებს ფოოთლებს ხეზე, და მონატრება კვლავ შენთან მიწვევს მხოლოდ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ შენზე... 17,08,2026, ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი