სიკვდილი სიცოცხლის გზა გასაყართან:
******* სიკვდილი , სიცოცხლის გზა გასაყართან მდუმარედ წამებს მითვლის ფიქრები, მხოლოდ სიკვდილს მოვყავარ შენთან ვგრძნობ უშენოდ სიცოცხლეს არშევეფერები. ღამე სიჩუმით კვლავ დამცინის ფიქრი დანდობას არ აპირებს, მზე შენი თვალებიდან აღარმიცინის თავს ვეღარვაღწევ ამ ფიქრებს. სიცოცხლით ვდგავარ სიკვდილის საპირისპიროდ ძალდატანებით ვავსებ ფილტვებს ჰაერით, ვსუნთქვ და თავს ვპირდები უპიროდ რომ გადამიყვარდ იქსადაც გავჩერდით. მე სიკვდილი დუელში მიწვევს უიარაღოდ ვდგავარ მის წინაშე, ის იარაღად შენს სიტყვებს ირჩევს და მიწაც გაიჟღენთა ცრემლით მლაშე. ვდგავარ სიცოცხლით შავბნელ უფსკნულთან ყველა აზრი მინდა გავაქრო, მაგრამ ყოფნა მწყურია შენთან არ მინდა დავიწყება რომ გაკადრო.. 28,12,2025, ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი