რა მომიტანა სინამდვილემ:
რა მომიტანა სინამდვილემ: რა მომიტანა სინამდვილემ ტკივილის მეტი, სულზე ნაიარევი,ყელში გაჩხერილი- ცრემლის, სულის ნამსხვრევებს ვიკოწიწებ მქვია პოეტი, და ცხოვრება მაქვს საკადრისის მარტოსულ მგელის. არ მჭირდება სხვისი ნათქვამი ტკბილი ზღაპრები, როცა სიტყვები სიმართლისგან არის დაცლილი, შემრჩა იარები ვით ძველი დაგლეჯილი აფრები, და მივყვები გზას, სიყალბისგან შორს გაცლილი. რა მომიტანა სინამდვილემ ტკივილის მეტი, ნიღბის გარეშე ვცხოვრობ და ღიმილსაც ვბედავ, მირჩევნია რომ მტკიოდეს და მერქვას პოეტი, საკუთარ თავში გამომწყვდეულ მეფე მგელს ვხედავ.. 11,08,2026,ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი