გვირილა


გვირილა
ველზე გვირილა გაშლილა თეთრად,
მზეს მიუფიცხა გული ყვითელი,
ჩვენი შეხვედრა მინდოდა ერთხელ,
როგორც ოცნება დაუვიწყარი.
​
მონატრებაა ახლა ეს ქარი,
შენი სახელით რომ მეთამაშა,
სიყვარული კი - დიდი ზღაპარი,
გულმა რომელიც ვეღარ დამალა.
​
ვწყვეტ ერთ ფურცელს და წამი ჩერდება,
მინდა გავიგო - სულში რა ხდება,
როცა ფიქრები ისევ ბევრდება,
როცა ეს ღამე ნელა თავდება.
​
სულს ეხვეწება თეთრი გვირილა,
ნუ გამიმეტებ სატანჯველადო,
ჩემი ნატვრა ხომ ისე ფრთხილია,
მხოლოდ შენ გეძებს დასაჯერებლად.
​
მონატრებაა - სუნთქვის შეკვრა და
თეთრი ფურცლების ნაზი კანკალი,
სიყვარული კი - მზის ქვეშ დგომა და
შენი თვალები თბილი ანკარა.
​
რა ვქნა, თუ ისევ სევდა მერია,
თუ გზა შენამდე გახდა რთულიო,
გვირილის ბედი ჩემი ბედია -
ფურცლებს აბნევს და ელის გულიო.
​
კაბებს ათეთრებს ქარი ველზე და
ნაზად აფრქვევსო თეთრ იმედებად,
ჩემს მონატრებას გააფრთიანებს,
ვიდრე ეს გრძნობა არ დამშვიდდება.
​
და როცა წლები წავლენ შორს, სადღაც,
ამ მინდვრებში ისევ მოვა აპრილი,
დარჩება ჩუმი სიყვარული და
გვირილასავით სუფთა ღიმილი...

ავტორი: ო.ზ (უცნობი რომანტიკოსი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი