ლამაზ თვალება:


ლამაზ თვალება:

სულს ირეკლავს შენი თვალები
თვალებ მაყვალა პატარა ქალო 
მინდა მოგხვიო წელზე ხელები
და ჩემი ფერებით არ დაიღალო,

მე ფიქრებით შენ გეხები
რომ მიყვარხარ რატომ დაგიმალო
მინდა დაგიკოცნო ეგ თვალები
ლამაზ თვალება ლამაზო ქალო.

ჩემი გიტარის ყველა სიმები
უკრავენ შენთვის ჩემო დედოფალო
მიყვარხარ , ყველა ჩემი სიტყვები
შენ გეფერება ოცნების ქალო,

უზომოდ მიყვარს ის ამინდები
ყველა ნამი , ტუჩებზე  რომმედებოდა
შენს ტანზე ჩემი მკლავები
სველს გათოშილს რომ გეხვეოდა,

შენი ღიმილი და წვიმის თქეში
ჩემში აღვიზებს ლამაზ ოცნებას
ათასჯერ მენატრები ერთ დღეში
შენი სინაზე მიბინდავს გონებას,

ჩემს ფიქრებში შენ ერთადერთო
ლამაზ თვალება ნახატო კალმით
ნეტავ იცოთე ო , ღმერთო,
როგორ მინდა ჩაგიკრა წამით,

ჩემი სულიდან ვერგიშვებ წამით
მერევა ფიქრი ირევა გზები
შენზე ფიქრები არმტოვებს ღამით
და არ არსებობს უშენოდ დღეები,

ჩემი სული მიყვება ნიავს
შენს თმებს ნაზად ეალერსება
მეშენს მეტი არავინ მყავს
ჩემს სიყვარულზე ნიავი გესაუბრება,

შენს სარკმლებთან ფიქრებით მოვალ
ღამის დარაჯად ვიქცევი გრძნობის
ჩემი სულიდან ვერ წახვალ
ძალა არმეყოფა შენი გაშვების....

08,05,2025,ავტორი:ო.ზ(უცნობი რომანტიკოსი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი