ნისლისფერ მერდინი


ნისლისფერი მერდინი:

ნისლისფერ მერდინს გადავფენ ცაზე,
შენი სიწმინდის რომ გახდეს ფარდა,
ვერ დაგაბერებს მიწის სიმკაცრე-
შენ ხომ ვარსკვლავთა საუფლომ გშობა.

​შენ ხარ მიწაზე მოსული ლოცვა,
ციური სხივის და ნამგალას ფერი,
და სანამ გულში ეს გრძნობა ბორგავს,
შენს უკვდავებას სიცოცხლით ვმღერი.

​და როცა ღამე დახუჭავს თვალებს,
ზეცის კამარას მოჰწყდება ნამი,
ნისლისფერ მერდინს გადავფენ ცაზე,
რომ სამუდამოდ გაჩერდეს წამი..

ავტორი;ო.ზ.(უცნობი რომანტიკოსი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი